ბრიტანელ სამხედროებს ავღანეთში სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა „ძვირად დაუჯდათ“ – ქემერონი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი ოფიციალური ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა. ქემერონმა ავღანეთის ახალ პრეზიდენტთან, აშრაფ განისთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ქემერონის განცხადებით, ბრიტანელ სამხედროებს ავღანეთში სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა „ძვირად დაუჯდათ“.
მანამდე ბრიტანეთის პრემიერმა, კვიპროსზე ავიაბაზა დაათვალიერა, საიდანაც ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერაყში და სირიაში დარტყმებს ახორციელებენ.