“დღეს საქართველოს ოპოზიცია არ ჰყავს; ჰყავს აგენტურა, რომელიც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებად არის რეგისტრირებული” – რატი იონათამიშვილი

“დღეს საქართველოს ოპოზიცია არა ჰყავს – ჰყავს აგენტურა, რომელიც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებად არის რეგისტრირებული! აგენტურის ადგილია არა პოლიტიკაში, არამედ სასამართლოს სამსჯავროზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, ოთხ პარტიას, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენს, სასამართლოს წინაშე დადგომა და გასამართლება მოუწევს.

“ჩვენი ქვეყნისთვის უკვე ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს, რაც კეთილდღეობას, პროგრესსა და მშვიდობას შეუქცევადს გახდის”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები