“საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვას და გახარიას გადადგომას ბრძანების ერთი მიმცემი ჰყავდა და ერთი მიზანი ჰქონდა” – იონათამიშვილი

“საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვას და გახარიას გადადგომას ბრძანების ერთი მიმცემი ჰყავდა და ერთი მიზანი ჰქონდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა განმარტა, რომ ეს იყო შემზადება არეულობისთვის, რათა მეორე ფრონტისთვის გაემზადებინათ.

“გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გარედან მიღებული ბრძანების გამო გადადგა – საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვას და გახარიას გადადგომას ერთი ბრძანების მიმცემი ჰყავდა და ერთი მიზანი ჰქონდა. ეს იყო შემზადება არეულობისთვის, ვიდრე უკრაინაში ომი დაიწყებოდა, რათა ჩვენი ქვეყანა მეორე ფრონტისთვის გაემზადებინათ. საქართველო პოლიგონი უნდა გამხდარიყო“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები