”ბიძინა ივანიშვილი არის ჭეშმარიტი პატრიოტი, მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების გარანტი, რაშიც კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა ის, ვინც გუშინდელი ინტერვიუ ნახა” – იონათამიშვილი

“ბიძინა ივანიშვილი საზოგადო მოღვაწეა, ამ ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი, ასევე მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გარანტი. ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ ვინც ნახა, ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ იყო ზეწოლა საქართველოზე, რათა მეორე ფრონტი გახსნილიყო.

“ჩვენი ქვეყნისთვის უკვე ეგზისტენციალური მნიშვნელობის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს, რაც კეთილდღეობას, პროგრესსა და მშვიდობას შეუქცევადს გახდის. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ იყო ზეწოლა საქართველოზე, რათა მეორე ფრონტი გახსნილიყო. ეს რისკები საბოლოოდ გამქრალი არ არის. „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და ქვეყანაში დაიცვა მშვიდობა – ყველას ჩაუშალა ის მავნებლური გეგმა, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს განადგურების პირას მიიყვანდა. ამიტომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის იდგება მშვიდობისა და განვითარების მხარეს. არავის მივცემთ უფლებას, აქ რაღაცები იმისთვის არიოს, რომ საქართველო მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა იყოს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები