ისრაელის მიერ ბეირუთის საავადმყოფოზე თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ბეირუთის რაფიკ ჰარირის საუნივერსიტეტო საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა, – ინფორმაცია ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

რაფიკ ჰარირის საუნივერსიტეტო საავადმყოფო ლიბანის უდიდეს სახელმწიფო საავადმყოფოდ ითვლება.

უწყების წინასწარი მონაცემებით, დარტყმის შედეგად კიდევ 24 ადამიანი დაიჭრა.

CNN-მა კომენტარისთვის ისრაელის თავდაცვის ძალებს მიმართა, თუმცა მათ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები