საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩამოვიდნენ.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა, ჩაატაროს გამჭვირვალე, სანდო და ლეგიტიმური არჩევნები.

“ამ არჩევნების შედეგები გადამწყვეტ როლს ითამაშებს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზის განსაზღვრაში. არჩევნების დღის შემდეგ მალევე, მისია გამოაქვეყნებს წინასწარ განცხადებას, ხოლო ყოვლისმომცველი ანგარიში, რომელიც მოიცავს დეტალურ ანალიზსა და რეკომენდაციებს, გამოქვეყნდება არჩევნების შემდგომ კვირებში. მისიის ყველა აქტივობა მიუკერძოებელი და არაპარტიულია და საარჩევნო პროცესში ჩარევის გარეშე მიმდინარეობს.

IRI-მ მსოფლიოში 250 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჩაატარა, რომლებიც აღიარებულია მიუკერძოებლობითა და პროფესიონალიზმით. მისია შეესაბამება საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციას, რომელიც მიღებულ იქნა გაერო-ს მიერ 2005 წელს. აღნიშნული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია შესაძლებელი გახდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მხარდაჭერით, არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ასევე ახორციელებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საქართველოში“, – ნათქვამია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრესრელიზში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები