ცნობილმა სპორტსმენმა, ნანა ნებიერიძემ გახარიას პარტია დატოვა

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გახარიას პარტია ცნობილმა სპორტსმენმა, ნანა ნებიერიძემაც დატოვა. ამის შესახებ ნებიერიძემ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც, გუნდთან გამომშვიდობება გადაწყვიტა.

როგორც ცნობილი სპორტსმენი ამბობს, ვერც იდეების აღსრულება შეძლო, ვერც სიახლის მოსმენა ან შეტანა. იგი მიხვდა, რომ პარტია მხოლოდ მოკლევადიანი გეგმით არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობს.

„რამდენიმეჯერ მივედი პროექტებით, ახალი იდეებით, მეტს გეტყვით, რამდენიმეჯერ ვთხოვე გამიშვით უკრაინაში, უნდა მივმართო უკრაინელ ხალხს, რომ ქართველები გულშემატკივრობენ, ჩვენ ერთად ვართ. არანაირი პასუხი ვერ მივიღე.

როდესაც გუნდი ემზადება საარჩევნოდ და არა საქმის გასაკეთებლად, აქ ყველაფერი ნათქვამია. საპასუხოდ რომ არაფერს იღებ, ჩემთვის ცოტა რთული იყო. დარწმუნებული ვიყავი რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ხდება ცხოვრებაში შეცდომები“, – განაცხადა ნებიერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები