დავით მაღრაძე: ამ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებასავით ხომ შეეძლო, ეფიქრა ევრობიუროკრატიის დიდი ნაწილის სიმპათიის მოხვეჭაზე და ჩართულიყვნენ ომში, გაერთობოდა კიდეც წინა ხელისუფლება, მაგრამ მათ მშვიდობა და იმათი გულისწყრომა არჩიეს

პოეტმა, დათო მაღრაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა, რა შეიძლება მოხდეს, თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ან ოპოზიცია. ასევე განსახილველად შეთავაზებული იყო ორივე ვარიანტიც.

„ორივეს ვერ განვიხილავთ, იმიტომ, რომ ვერ გაიმარჯვებს ოპოზიცია და ამიტომ არ განვიხილავ. „ოცნება“ გაიმარჯვებს იმიტომ, რომ მოსახლეობაში მშვიდობა მასთან არის გაიგივებული. მშვიდობას მართლაც დიდი ფასი აქვს, იმიტომ, რომ ახალგაზრდები ასწრებენ განათლების მიღებას.

მე ომსაც მოვესწარი, იმდენი ახალგაზრდა შეეწირა სამშობლოს, ამ უბედურების მნახველმა ნაწილმა სულიერი სიჯანსაღე ვერ შეინარჩუნა. ბევრი ტკივილი და ჭრილობა ახლავს ომს, რაც ჩვენს საზოგადოებას ნანახი აქვს. ბევრს ახსოვს უდენობა, უგაზობა, დიდი გაჭირვება. ამდენად, მშვიდობას, როდესაც ადამიანს შეუძლია, მოიცალოს განათლებისთვის, ყურადღებისთვის, ერთმანეთის მოკითხვისთვის, მართლაც დიდი ფასი აქვს.

ამ ხელისუფლებამ მშვიდობა აირჩია. წინა ხელისუფლებასავით ხომ შეეძლო, ეფიქრა ევრობიუროკრატიის დიდი ნაწილის სიმპათიის მოხვეჭაზე და ჩართულიყვნენ ომში, გაერთობოდა კიდეც წინა ხელისუფლება, რომ ყოფილიყო, მაგრამ ამით ჩვენ მხოლოდ ტკივილს მოგვიტანდნენ, იმათ კი – ტაშს. ამათ აქ მშვიდობა და იმათი გულისწყრომა არჩიეს“, – განაცხადა მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები