„მთავარი ფაქტორი, რასაც ოპოზიცია იყენებს ზოგიერთი უცხოელის მხარდაჭერით, არის ის, თითქოს, რაღაც კურსის ცვლილებასთან გვაქვს საქმე, რაც არის საუკუნის აფერა” – ბითაძე

„მთავარი ფაქტორი, რასაც ოპოზიცია იყენებს ზოგიერთი უცხოელის მხარდაჭერით, არის ის, თითქოს, რაღაც კურსის ცვლილებასთან გვაქვს საქმე, რაც არის საუკუნის აფერა”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, “ეს არის სამარცხვინო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და ისტორიას სამარცხვინოდ ჩაეწერება ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობაში”.

“დასრულდება არჩევნები და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. განახლდება მოლაპარაკებების პროცესი და საქართველოს ეკონომიკის განვითარებას უფრო იგრძნობს საქართველოს მოქალაქე თავის ჯიბეზე, საერთოდ ჩამოიქცევა მითი იმაზე, რომ რომელიმე რადიკალი ოდესმე ზრუნავდა სახელმწიფოზე. საბოლოო ჯამში ყველა დავინახავთ, რომ ეს არის თავყრილობა ადამიანებისა, რომლებზეც ყველაზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესენი არიან მოღალატეები, რომლებიც მერამდენე წელია აქტიურად ცდილობენ, რომ საკუთარ სამშობლოს ძირი გამოუთხარონ“, – განაცხადა ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები