მაია ბითაძე: არჩევნები იქნება იმის გარანტი, რომ ეს ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა

ეს ზიზღი, დაპირისპირება და მცდელობა რომ ქართველები ერთმანეთს გადაჰკიდონ და შეულახონ საქართველოს რეპუტაცია, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა მაია ბითაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას არჩევნები წაგებული აქვს.

„ჩვენ რა თქმა უნდა საქართველოს ყველა მოქალაქეს ვცემთ პატივს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ აქციაზე იყვნენ გასულები და ეს არ იყო ის რიცხვი, რომელსაც აანონსებდნენ და რომელიც აქციის შემდეგ იყო ნათქვამი, რომ 100000-ზეა საუბარი. ეს არის რა თქმა უნდა პიარკამპანიის ნაწილი, რომელიც ისეთივე ფუჭი იქნება, როგორი ფუჭიც იყო ყველა ის გამოგონილი ისტორია და სიცრუე, რომელსაც ჩვენ მოვისმენთ 26 რიცხვამდე და 26-ის შემდეგ. არჩევნებში ოპოზიციის დამარცხებაზე გვესაუბრება ის რიცხვები და გამოკითხვები, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ და რაზე დაყრდნობითაც ვიცით, რომ რადიკალურად არის შეცვლილი აღქმები გაზაფხულის შემდეგ, როცა აქტიური კამპანია დაიწყო „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და შეიძლება ითქვას იმის წინააღმდეგ რასაც ქართული დემოკრატია, მშვიდობა და განვითარება ჰქვია. გუშინდელი დღის მთავარი მიზანი იყო ოპოზიციური ამომრჩევლის კონსოლიდაცია, მიზანი ჰქონდა ამას, რომ მათ შემატონ იმედი, იყოს მათში ის განწყობა, რაც რადიკალებს სურთ. იმაზე დაყრდნობით, რომ ოპოზიციური ტელევიზიები გუშინ ატრიალებდნენ გაზაფხულის აქციების კადრებს, კარგად ვიცით, რომ ისინი არამხოლოდ საქართველოს მოსახლეობის მოტყუების ეტაპზე არიან, არამედ საკუთარ თავსაც იტყუებენ, მაგრამ პასუხი ყველაფერს 26-ში გაეცემა და ვნახავთ, რომ არჩევნები იქნება იმის გარანტი, რომ ეს ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა, სადაც ეს ზიზღი, დაპირისპირება, მცდელობა რომ ქართველები ერთმანეთს გადაჰკიდონ და შეულახონ საქართველოს რეპუტაცია საზღვრებს მიღმა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება“, – განაცხადა ბითაძემ “ქრონიკის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები