“თედო ბიტბუნოვმა თავისი პოზიცია გამოხატა, რადგან მან და მისმა ოჯახმა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საშინელი დღეები გაიარა” – მაჭარაშვილი

“როდესაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ თავისი პოზიცია გამოხატა, რადგან მან და მისმა ოჯახმა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გაიარა საშინელი დღეები, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქცია”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი ოპოზიციის იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც გუშინდელ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის თედო ბიტბუნოვის ქმედებას მოჰყვა.

“სამწუხაროდ, ასევე ბუნებრივია რადიკალური ოპოზიციის ეს ბოღმა-ნარევი რეაქციები – გნებავთ სოციალურ ქსელებში, გნებავთ ფიზიკურად. ეს ხალხი თავიდან ბოლომდე არის ბოღმის დღის წესრიგით“, – განმარტა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ახალგაზრდა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის აქციაზე გამომსვლელებს ლაზერს ანათებდა, ამბობს, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა ბავშვობა წაართვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები