ლავროვის უწყება: საქართველოში სირიელი „ბოევიკებისთვის“ საწვრთნელი ბანაკის შექმნა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას ზიანს მიაყენებდა

რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყება საქართველოში სირიელი „ბოვიკების“ საწვრთნელი ბანაკის განთავსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„იმის თქმა, რომ თბილისის მსგავსი გადაწყვეტილება, თუ ასეთი იქნებოდა მიღებული, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და უსაფრთხოებას დიდ ზიანს მიაყენებდა. ამ შემთხვევაში რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციის წარმატებული პროცესისთვის ნეგატიური შედეგები გარდაუვალი იქნებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში. საგარეო საქმეთა სან~მინისტროს განცხადების თანახმად, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმაზე, რომ საჭვრთნელი ბანაკის შექმნა არ იგეგმება, რუსეთში სერიოზულად აღიქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები