ბიძინა ივანიშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტის დონეზე ავკრძალავთ და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი, მათ შორის ომის დანაშაულის გამო, კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს

“26 ოქტომბერს, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში დგება დღე, რომელსაც ისეთივე ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმია, რომელზეც არა მხოლოდ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ მათ უცხოელ პატრონებს, საბოლოო ჯამში კი მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთხმად ირჩევს არა ომს, არამედ მშვიდობას; არა ფსევდო-ლიბერალურ, თავსმოხვეულ ღირებულებებს, არამედ ოჯახურ ფასეულობებს, რწმენას და ტრადიციებს; არა სხვა ქვეყნების უპირობო მორჩილებას, არამედ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას; არა ცალ ფეხზე დგომას – არამედ ღირსეულ ევროპულ მომავალს; არა საკუთარი ქვეყნისთვის ომის ტრაგედიის თავს დატეხას, არამედ ურთიერთშერიგების, საკუთარი ქმედებების გააზრებისა და ერთმანეთისთვის ხელის გაწვდენით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას!”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ქუთაისში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება უზრუნველყოს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა საჭირო.

„საზოგადოების მხრიდან მონიჭებული ამ ხარისხის ლეგიტიმაცია, ფაქტობრივად, ჩანასახშივე ჩაახშობს რევოლუციისა და გადატრიალების გზით ძალაუფლების დაბრუნების, შემდეგ კი საქართველოს ომში ჩართვის მიზნის მქონე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი უცხოელი პატრონების გეგმებს!

ამას გარდა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტის დონეზე ავკრძალავთ და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი, მათ შორის ომის დანაშაულის გამო, კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები