გურამ მაჭარაშვილი: „ლელო“ ძალიან ბევრმა წევრმა დატოვა და ძალიან ბევრი დატოვებს

“ძალიან ბევრმა წევრმა დატოვა პარტია და ძალიან ბევრი დატოვებს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა პარტიის წევრების მიერ „ლელოს“ დატოვების შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ „ლელოს“, ხაზარაძეს ექნებოდა პრობლემები მოსახლეობასთან იმიტომ, რომ გადაგდება მისთვის არის ჩვეულებრივი პროცესი. მისმა არაერთმა ყოფილმა პარტნიორმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ამხილა ხაზარაძე ბიზნესში გადაგდებაში, თაღლითობაში და ასე შემდეგ. მას ეგონა, რომ პოლიტიკაში მოვიდოდა და შეაფარებდა თავს, მაგრამ აქ უარესი აღმოჩნდა, ეს ბიზნესთან შედარებით არის საჯარო სფერო და მისი პარტიის ძალიან ბევრმა წევრმა დატოვა პარტია და ძალიან ბევრი დატოვებს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ლელოს” აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის წევრმა სულხან კოჩალიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა.

დღეს კი კოალიციის ,,ძლიერი საქართველოს” ( ლელო ) დატოვების გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის 22-ე ნომერმა მერაბ ქურიძემ მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები