მარიამ გაბედავა – „ნაციონალურ მოძრაობაზე“: უმცირესობა ძალადობს უმრავლესობაზე იმის გამო, რომ აფიქსირებ აზრს, რომელიც შენს ქვეყანას სჭირდება – თუ ისტორია სწორად შეფასდება და ის რეჟიმი გასამართლდება, მერე სირცხვილი იქნება მხარდაჭერა

თუ ისტორია სწორად შეფასდება და ის რეჟიმი გასამართლდება, მერე სირცხვილი იქნება იმის მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას ჟურნალისტმა მარიამ გაბედავამ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

„ჩემს თაობაში და ჩემზე უფრო პატარა ასაკის ადამიანებში არ შეფასებულა სწორად პროცესები. მათ სამწუხაროდ არ იციან რას შვებოდა ეს რეჟიმი. თავის დროზე რომ მომხდარიყო ამ რეჟიმის გასამართლება, არ იქნებოდა ის, რაც დღეს ხდება – უმცირესობა ძალადობს უმრავლესობაზე იმის გამო, რომ შენ აფიქსირებ აზრს, რომელიც შენს ქვეყანას სჭირდება. ადამიანები, რომლებიც დგანან „ნაცებთან“, როგორ შეიძლება მეუბნებოდნენ რომ რუსი ხარ, ცუდი ხარ და „ქოცი“ ხარ. ეს ადამიანები დგანან იმ რეჟიმთან, რომელმაც ქვეყანას მოუტანა ყველაფერი ცუდი, რაც კი შეიძლებოდა“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები