გერმანიის ელჩი: საქართველოს შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ მას არ შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს

საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი 17 ოქტომბერს ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ დებულებებს X-ზე ეხმაურება.

„ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოსთან მიმართებით, რომელიც 17 ოქტომბერს მიღებული იქნა ევროპული საბჭოს მიერ, რომელიც ევროკავშირის გაფართოებაზე ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა. ამ საკითხზე თუ ღელავთ, წაიკითხეთ და გაიაზრეთ ეს სიტყვები. საქართველოს შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს. მაგრამ მას არ შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს. თქვენ წყვეტთ“, – წერს ელჩი.

ცნობისთვის, ევროპული საბჭო, რომელიც ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერს აერთიანებს, თავის გუშინდელ გადაწყვეტილებაში ამბობს, რომ ის კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები