თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
დიდგორის რაიონში ქვესადგურში “ტაბახმელა” გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის 149 აბონენტს.
სამგორის რაიონი: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე 2 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, ქინძმარაულის და ნაკადულის ქუჩების 1264 აბონენტს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IX კვარტლის, საქსოფმანქანის დასახლების და ლილოს დასახლების 1125 აბონენტს.
ქვესადგურში “ლილო 2” 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, სადგურ ლილოს და იუმაშევის ქუჩის 134 აბონენტს.
საბურთალოს რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის 16 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის 232 აბონენტს.
ვაკის რაიონში 11:00საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ქიაჩელის, ახვლედიანის, ვაშლოვანის და კოსტავას ქუჩების 343 აბონენტს.
კრწანისის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, ათონელის, ბარათაშვილის, სულხანიშვილის, გოგჩის და ორბელიანის ქუჩების 439 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელენე ახვლედიანის ხევის, ნინო ჩხეიძის და ხეთაგუროვის ქუჩების 201 აბონენტს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I და II მიკრორაიონების 593 აბონენტს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის 388 აბონენტს.
ისნის რაიონი: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირბახის, მარტყოფის და ჩუბინიძის ქუჩების 217 აბონენტს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანდლის ქუჩის 22 აბონენტს.
მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, ტაბიძის, ლერმონტოვის და დადიანის ქუჩების 158 აბონენტს.
დიდუბის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახმეტელის და ლუბლიანას ქუჩების 379 აბონენტს.
კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები