ლუკაშენკო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას შეცდომად მიიჩნევს (ვიდეო)

ბელორუსი დონბასში სამხედრო კონფლიქტის შესაჩერებლად მზად იყო უკრაინაში სამშვიდობო ძალები გაეგზავნა. ასეთ გეგმას მინსკი ყველა დაპირისპირებულ მხარეს სთავაზობდა, მაგრამ მისი ძალისხმევა უარყოფილი იქნა, –  ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ „euronews“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი განცხადებით, მინსკის შეთავაზება დღესაც ძალაში რჩება.
„შეთავაზება ისევ ძალაშია, თუმცა ეს ჩემთვის ძალიან საშიში და საშინელი რამეა… თუკი არსებობს რუსეთის უნდობლობა დასავლეთისადმი, დასავლეთის რუსეთისადმი, ამერიკის რუსეთისადმი, რუსეთის ამერიკისადმი და თუკი უნდობლობაა ასევე მეომარ მხარეებს შორის, მე მზად ვიყავი გამომეყენებინა ჩემი შეიარაღებული ძალები, რათა გამეთიშა დაპირისპირებული მხარეები“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელორუსის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ არ ცნობს ე.წ. დსრ-ს და ლსრ-ს და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას შეცდომად მიიჩნევს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=RyQaVzzcpEs&list” width=”560″ height=”315″]

წყარო: ua.euronews.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები