დავით გოგიაშვილის სიდედრი გულის შეტევით გარდაიცვალა

“ქართული ხმების” სოლისტის, დავით გოგიაშვილის სიდედრი გულის შეტევით, ემოციურ ფონზე გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, “ქართული ხმების” სოლისტის სიდედრი 77 წლის იყო და იგი ადრეც ავადმყოფობდა.
შეგახსენებთ, რომ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ანსამბლ “ქართული ხმების” წევრის, დავით გოგიაშვილის (“თავგასას”) ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩაიშალა. ღონისძიების ჩაშლის მიზეზი მაყურებლის გარდაცვალება გახდა. გარდაცვლილი ქალბატონი დავით გოგიაშვილის სიდედრია, ის კონცერტის დაწყებიდან ერთ საათში პარტერის პირველ რიგებში ცუდად გახდა და თეატრშივე გარდაიცვალა.
ამ დროისთვის თეატრიდან ყველა მსმენელი გამოსულია. ადგილზე პოლიცია მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები