ზელენსკი: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ბირთვული იარაღის შექმნა გვსურს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას არასოდეს უთქვამს, რომ ბირთვული იარაღის შექმნა სურს.

აღნიშნული განცხადება მან ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

სახელმწიფოს მეთაურმა განმარტა, თუ რა თქვა ბუდაპეშტის მემორანდუმზე, როდესაც უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე, მაგრამ სანაცვლოდ უსაფრთხოების დაპირებული გარანტიები არ მიუღია.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ვგეგმავთ. მე ვთქვი, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი როდესაც გაფორმდა, აღნიშნული იყო, რომ უკრაინა უარს იტყოდა ბირთვულ იარაღზე და, სანაცვლოდ, ხელმომწერი ქვეყნებისგან მიიღებდა უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავთმეთ ბირთვული იარაღი და ეს ადამიანები, რომლებიც მაშინ პარტნიორები იყვნენ, ვალდებულნი იყვნენ, უსაფრთხოების გარანტიები მოეცათ ჩვენთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მანვე დასძინა, რომ ნატოში მიწვევა უკრაინას დიპლომატიურად გააძლიერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები