იცოდით, რომ მსოფლიოში პირველი პროგრამისტი ჯორჯ ბაირონის შვილი იყო? (ადა ლავლეისის ისტორია)

ავგუსტა ადა კინგი, ანუ ადა ლავლეისი 1815 წელს დაბადებული ლონდონელი მათემატიკოსი და მწერალი გახლდათ.  ის ინგლისელი პოეტის, ჯორჯ გორდონ ბაირონისა და მისი ცოლის, ანა-იზაბელა ბაირონის ერთადერთი კანონიერი შვილი იყო.  ადა ცნობილია კალკულატორის გამოგონებით, პროექტით რომელიც ჩარლზ ბებიჯის მიერ იყო დამუშავებული. ადა ლავლეისმა გამოიგონა მსოფლიოში პირველი პროგრამა (ზუსტად აღნიშნული ამ მანქანისთვის). მან გამოყენებაში შემოიტანა ტერმინები „ციკლი“ და „სამუშაო საკანი“. შესაბამისად, სწორედ ის ითვლება ისტორიაში პირველ პროგრამისტად.

ანა-იზაბელა ბაირონმა, თავისი ცხოვრების საუკეთესო წლებში მათემატიკით გატაცების გამო, მეუღლისაგან მიიღო წოდება „პარალელოგრამების დედოფალი“. ბაირონმა საკუთარი შვილი დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ ნახა პირველად და უკანასკნელად. 1816 წლის 21 აპრილს ბაირონმა ოფიციალურად მოაწერა ხელი განშორების ფურცელს და სამუდამოდ მიატოვა ინგლისი.

გოგონამ პირველი სახელი მიიღო აგასტა (ავგუსტა) ბაირონის ნახევარ დის, ლი ავგუსტას პატივსაცემად, რომელთანაც, ჭორების თანახმად, მას რომანი ჰქონდა. განშორების შემდეგ დედა და დედის მშობლები არასდროს მიმართავდნენ გოგოს ამ სახელით, და ეძახდნენ ადას. ამას გარდა, ოჯახის ბიბლიოთეკაში მთლიანად იყო ამოღებული მამამისის წიგნები.

ახალშობილის დედამ შვილი მშობლებს გადასცა და გამაჯანსაღებელ კრუიზზე გაემგზავრა. დაბრუნდა მაშინ, როდესაც ბავშვის აღზრდა უკვე შესაძლებელი იყო. სხვადასხვა ბიოგრაფიაში გამოითქმება გვხვდება მტკიცებულებები იმის შესახებ, ცხოვრობდა თუ არა ადა საკუთარ დედასთან: ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ის დედამისის ცხოვრებაში ის პირველ ადგილს იკავებდა, ქორწინების დროსაც. სხვა წყაროებით, ის არც იცნობდა თავის მშობლებს.

მისის ბაირონმა ადასთვის თავისი ყოფილი მასწავლებლები მოიწვია — შოტლანდიელი მათემატიკოსი აუგუსტუს დე მორგანი და ცნობილი მერი სომერვილი, რომელმაც მათამეტიკოსისა და ასტრონომის, პიერ-სიმონ ლაპლასას „ტრაქტატი ზეცის მექანიკაზე“ ფრანგულიდან თარგმნა. სწორედ მერი გახდა თავისი აღზრდილისთვის მისაბაძი ადამიანი.

როდესაც ადას ჩვიდმეტი წელი შეუსრულდა, მან შეძლო საზღვრებს გარეთ გასვლა და მეფისა და დედოფლის წინაშე წარდგენა. ჩარლს ბებიჯის სახელი ახლგაზრდა მის ბაირონმა პირველად სასადილო მაგიდასთან გაიგონა მერი სომერვილისგან. რამდენიმე კვირის შემდეგ, 1833 წლის 5 ივნისს, ისინი პირველად შეხვდნენ. ჩარლზ ბებიჯი მათი გაცნობის მომენტში პროფესორი იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრაზე.. მოგვიანებით, მან იმ ეპოქის სხვა გამოჩენილი პიროვნებებიც გაიცნო: მაიკლ ფარადეი, დევიდ ბრიუსტერი, ჩარლს უიტსონი, ჩარლზ დიკენსი და სხვები.

თანამდებობაზე მოხვედრამდე რამდენიმე წლით ადრე ადამ სათვლელი მანქანის აღწერა დაასრულა, მას შეეძლო, ზუსტად ეწარმოებინა გამოთვლები ოც აღნიშვნამდე. მონახაზი ბევრი ლილვაკებითა და გადამყვანებით, რომლებიც მოძრაობით გადაეცემოდა ბერკეტს, პრემიერ მინისტრის მაგიდაზე მოხვდა. 1823 წელს დაფინანსებული იყო პირველი სუბსიდია იმის შესაქმნელად, რაც დღესდღეობით სამყაროში კომპიუტერისა და „ბებიჯის დიდი განსხვავებული მანქანის“ სახელითაა ცნობილი. შექმნის პროცესი ათ წელიწადს გრძელდებოდა და მანქანის კონსტრუქცია სულ უფრო და უფრო რთულდებოდა. 1883 წელს დაფინანსება შეწყდა.

მიუხედავად მხარდაჭერის ნაკლებობისა, ლავლეისის შეხედულებები მარტივ ალგორითმებს გასცდა. მან, ფაქტობრივად, წარმოიდგინა მომავალი, სადაც მანქანებს მუსიკის ან ხელოვნების სხვა დარგებისთვის ინფორმაციის დამუშავება და პროდუქტის შექმნა შეეძლოთ. ლავლეისის ნამუშევრები მომავალი მეცნიერებისთვის მნიშვნელოვან ტრამპლინად იქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები