“მშვიდობიანად რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, ხელს არ აძლევთ ჩვენს რადიკალებს, მათ სურთ მეტი აჟიოტაჟი” – მაია ბითაძე

“მშვიდობიანად რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, ხელს არ აძლევთ ჩვენს რადიკალებს, მათ სურთ მეტი აჟიოტაჟი და სწორედ ამას ემსახურებოდა სხვადასხვა დეზინფორმაცია, რომლის გავრცელებას ცდილობენ”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„მინდა, მოსახლეობის ყურადღება ერთ საკითხზე მივაპყრო – ამ არჩევნების წინ განსაკუთრებით ვცდილობთ ჩვენ და ბრიფინგები სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ დავაფიქსიროთ და უყურადღებოდ არ დავტოვოთ ყოველი შემთხვევა, როდესაც ხდება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ. ჩვენ არ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ ამაზე რაღაც დიდ შეშფოთებას გამოხატავს ვინმე ან ანგარიშებში ძალიან რადიკალურად მოხვდება ეს შემთხვევები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ის ფაქტობრივი მოცემულობები, რომლებიც საბოლოო ჯამში სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში პირდაპირ ან ირიბად უნდა აისახოს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები