ისრაელის ინფორმაციით, ღაზაში დარტყმის დროს, სავარაუდოდ, “ჰამასის” ლიდერი მოკლეს

ისრაელელი სამხედროების ვარაუდით, ხუთშაბათს ღაზას სექტორზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაჯგუფება “ჰამასის” ლიდერი, იაჰია სინვარი დაიღუპა.

“ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციების შედეგად ,სამი ტერორისტი ლიკვიდირებულია. ისრაელის თავდაცვის არმია ამოწმებს, არის თუ არა ერთ-ერთი ტერორისტი იაჰია სინვარია”, – აღნიშნეს IDF-ში.

განცხადების თანახმად, შენობაში, სადაც ტერორისტები იმყოფებოდნენ, ისრაელელი მძევლების ყოფნის კვალი არ იკვეთებოდა.

დღეს, “ჰამასის” მიერ კონტროლირებადმა ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის დარტყმის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები