ისრაელმა თავშესაფრად გადაკეთებული სკოლის შენობა დაბომბა – დაიღუპა 19 ადამიანი

ისრაელმა ღაზას სექტორის ქალაქ ჯაბალიაში სკოლას შენობაზე იერიში მიიტანა. შენობა დევნილების თავშესაფრად იყო გადაკეთებული და ადგილზე 19 ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. გარდა ამისა, დაშავდა ათობით ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის არმიის (“ცაჰალი”) ინფორმაციით, შენობაში 12 ტერორისტი იმყოფებოდა, რომლებიც ისრაელელი ჯარისკაცების განადგურებასა და მათი მიმართულებით რაკეტების სროლაში იღებდნენ მონაწილეობას.

“ცაჰალის” მტკიცებით, ქმედებისას სპეციალური ზომები იყო მიღებული, რათა მსხვერპლის რაოდენობა მინიმუმამდე დაეყვანათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები