“ჰელსინკის კომისია იქცა „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ დანაყოფად” – იონათამიშვილი

“ძალიან უხერხული ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ დანაყოფად”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ძალიან უხერხული ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ დანაყოფად და ისიც ფაქტია, რომ ამ დანაყოფს არანაირი შედეგი არჩევნებზე არ ექნება. ქართველ ხალხს ჰყავს ის ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული და განასახიერებს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისია მორიგ განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, აირჩიონ თავიანთი ლიდერები დემოკრატიულად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები