“სრული სისულელეა” – ნიკა გვარამია “მთავარ არხზე” “შავი ფულის” არსებობას უარყოფს

“მთავარის” ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამია უარყოფს, რომ ტელეკომპანიაში “შავი ფული” ტრიალებს.

ამასთან, ის აცხადებს, რომ “მთავარის” მოქმედ დირექტორს, გიორგი ქურდაძეს არ იცნობს.

“სრული სისულელეა. ვისაც უნდა შეამოწმოს და რაც უნდა, შეამოწმოს. თანხა კაპიკ-კაპიკ არის დეკლარირებული”, – ამბობს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, “კურიერს” ხელში ჩაუვარდა “მთავარი არხის” ერთ-ერთი დირექტორის საჩივარი, რომელიც ტელევიზიის შავ სალაროსთან დაკავშირებით. საქმე ეხება უკანონო ოპერაციებს, საეჭვო ტრანზაქციებს პირად ანგარიშებზე და გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდ ფულს.

გიორგი ქურდაძე იმ სქემას აღწერს, რომლითაც ტელევიზიაში მილიონები სამი დირექტორის ხელმოწერის გვერდის ავლით მოძრაობს, რის გამოც ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტი და “მთავარი არხი”. ჩამოთვლილია უკანონო ოპერაციებში მონაწილე კომპანიების დირექტორებიც, მათ შორის არის ნიკა გვარამია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები