მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიცია ცდილობს, ყველანაირ გზას მიმართოს იმისთვის, რომ რამენაირად არჩევნების შედეგების გვერდის ავლით მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია

მმართველი გუნდის წევრი მაკა ბოჭორიშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ყველანაირ გზას მიმართოს იმისთვის, რომ რამენაირად არჩევნების შედეგების გვერდის ავლით მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია.

„მაშინ როდესაც არ გაქვს მთავარი – საზოგადოების მხარდაჭერა, რაც აუცილებელია არჩევნების მოსაგებად, ამ პირობებში ოპოზიცია ცდილობს, რომ ყველანაირ გზას მიმართოს იმისთვის, რომ რამენაირად არჩევნების გვერდის ავლით თუ არჩევნების შედეგების გვერდის ავლით მოახდინონ ხელისუფლების უზურპაცია და მოხვდნენ როგორმე ხელისუფლებაში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინა დღეებში, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები