რატი იონათამიშვილი: არავის წაუცდეს ხელი და იფიქროს, რომ სიცრუის მეშვეობით შეძლებს ჩვენს ქვეყანაში არეულობას და ამაზე ხელის მოთბობას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„არავის წაუცდეს ხელი და იფიქროს, რომ დეზინფორმაციის, სიცრუის მეშვეობით შეძლებს ჩვენს ქვეყანაში არეულობას და ამაზე ხელის მოთბობას. ეს მიზანი რომ აქვს რადიკალურ ოპოზიციას და მთლიანად კოლექტიურ “ნაცმოძრაობას“, რომელსაც 4 პარტია განასახიერებს ამ არჩევნებზე, ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ცხადია, მსგავსი განცხადებები არის მნიშვნელოვანი, თუნდაც იმისთვის, რომ პრევენცია ხდებოდეს ამ ყველაფრის“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინა დღეებში, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები