დნეპროპეტროვსკის მოსამართლემ ATO-ს ზონაში ვაჟის დაღუპვის გამო თავი ჩამოიხრჩო

დნეპროპეტროვსკის მოსამართლე ირინა ტიშიკმა შვილის დაღუპვის გამო თავი ჩამოიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მოსამართლის ცხედარი მაგდალინოვსკის რაიონის სოფელ კრასნოპოლიეში იპოვეს, სადაც გარდაცვლილს აგარაკი ჰქონდა. უკრაინული პრესის ინფორმაციით, ტიშიკმა 30 სექტემბერს თავი გარაჟში ჩამოიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, 28 სექტემბერს დონეცკის აეროპორტის შტურმისას ირინას შვილი ალექსეი დაიღუპა, საოლქო მილიციის ინფორმაციით, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო მოსამართლის თვითმკვლელობის მიზეზი.
ირინა ტიშიკი ბოლო 13 წლის მანძილზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახლდათ, მანამდე 9 წელი კი საარბიტრაჟო სასამართლოში იმუშავა. კოლეგები მას როგორც ნამდვილ პროფესიონალს, საიმედო კოლეგას და სანიმუშო დედას მოიხსენიებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები