ჰოლანდიის მთავრობა საქართველოს პენიტენციურ სისტემას დაეხმარება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ჰოლანდიის მთავრობა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას ტექნიკურ დახმარებას გაუწევს, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებების მართვის თანამედროვე გამოცდილებას გაუზიარებს. მისივე თქმით, საქართველო ჰოლანდიისგან სასჯელაღსრულების სისტემისთვის საჭირო სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებს, პატიმართა მხრიდან აგრესიული ქცევის კონტროლისთვის აუცილებელ აღჭურვილობას, ჩხრეკისთვის საჭირო თანამედროვე მოწყობილობებს, ასევე ინვენტარს, უნიფორმებს და საავადმყოფოსთვის საჭირო დამატებით აპარატურას მიიღებს.
ვიზიტი ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერითა და ფონდი “გლობალური ინიციატივა – ფსიქიატრიაში” ორგანიზებით შედგა. ნიდერლანდების სამეფოში სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის სამუშაო ვიზიტი შედეგიანად დასრულდა. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო მადლიერებას გამოთქვამს და განსაკუთრებით აღნიშნავს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გაწეულ სამუშაოს ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.