კოლუმბიაში გაბრიელ გარსია მარკესის პრემია საუკეთესო ჟურნალისტებს გადასცეს
ესპანურენოვანი მასობრივი საშუალებების საუკეთესო ჟურნალისტები გაბრიელ გარსია მარკესის პრემიით დაჯილდოვდნენ. კატეგორიაში პრესის ჟურნალისტებისთვის ჯილდო გაზეთ „ელ მუნდოში“ გამოქვეყნებული რეპორტაჟისთვის ედუარდო სუარესმა მიიღო. რეპორტაჟი ეკოლოგიურ კატასტროფას ეხებოდა, რომელიც 1989 წელს ალიასკის სანაპიროსთან ტანკერ „Exxon Valdez“-ის ავარიით იყო გამოწვეული. მაშინ ზღვაში დაახლოებით 40 მილიონი ტონა ნავთობი ჩაიღვარა. ვიზუალური ნამუშევრების კატეგორიაში პრემია ეკვადორელებს მანოლო სარმიენტოს და ლისანდრე რივერეს გადაეცა ფილმისთვის ეკვადორის პრეზიდენტის ხაიმე როლდოსას ავიაკატასტროფაში გარდაცვალების შესახებ.
განსაკუთრებული პრიზი ჟურნალისტური გამოძიებისთვის ვენესუელის გაზეთმა „Últimas Noticias“-მა მიიღო.