დონეცკში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ თეატრი პირველად გაიხსნა
დონეცკში თოჯინების თეატრი გაიხსნა. საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ეს თეატრის ამოქმედების პირველი შემთხვევაა. ამის შესახებ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „კულტურის მინისტრმა“ განაცხადა.
გარდა ამისა, „მინისტრის“ თქმით, ხვალ ასევე ოპერის და ბალეტის თეატრი გაიხსნება. თეატრში სპექტაკლი „ღამურა“ დაიდგმება. თეატრი გაიხსნება, მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავარი შენობა მთლიანად დანგრეულია“, – განაცხადა „მინისტრმა“. გავრცელებული ინფორმაციით, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ კონსერვატორია და კინოთეატრიც გაიხსნა.