“არ არსებობს არცერთი კრიტერიუმი, რომლითაც საქართველოს ძალიან ბევრი ნაბიჯით არ ჩამორჩება მოლდოვა” – კირცხალია
“არ არსებობს არცერთი კრიტერიუმი, არცერთი, რომლითაც საქართველოს ძალიან ბევრი ნაბიჯით არ ჩამორჩება მოლდოვა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა.
“როდესაც ვისმენთ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ასეთი მაღალი წარმომადგენლის ასეთ განცხადებებს, რა უნდა ვთქვა, რბილადაც არ ვიცი, რა ვუწოდო. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან ორმაგ და სამმაგ სტანდარტზე, მაგრამ არსებობს ასევე რაღაც ზღვარი, რომელიც რეალურად აღარ უნდა გადალახო, იმიტომ რომ უბრალოდ გადადიხარ მარაზმში“, – აღნიშნა კირცხალიამ.
ცნობისთვის, ბორელმა განაცხადა: “ჩვენ ვაქებთ მოლდოვის ხელისუფლების გამძლეობას ამ უპრეცედენტო გამოწვევის დროს და ვაგრძელებთ დახმარების შეთავაზებას. საქართველოში უფრო შავი სურათია“.