მაჭავარიანი – ბორელის განცხადებაზე: საქართველო ყველაფერში უსწრებს მოლდოვას, მოლდოვაში აღარ არის დარჩენილი არც ოპოზიციური პარტია, არც ოპოზიციური მედიასაშუალება

„ამ შემთხვევაში მაშველ რგოლად ოპოზიციას ევლინება ბატონი ბორელი, სამწუხაროდ და ავრცელებს ისეთი ტიპის დეზინფორმაციას, როგორიც არის მაგალითად ის, რომ ის მოლდოვას ხედავს ნათელ ფერებში და საქართველოს ბნელ ფერებში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა.

“მოლდოვა დღემდე დსთ-ს წევრი ქვეყანაა და უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირის მიერვე გამოქვეყნებული კრიტერიუმების მიერ, საქართველო ყველაფერში უსწრებს მოლდოვას და იმასაც შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში ფაქტობრივად აღარ არის დარჩენილი არც ოპოზიციური პარტია, არც ოპოზიციური მედიასაშუალება”, – აღნიშნავს მაჭავარიანი.

ცნობისთვის, ბორელმა განაცხადა: “ჩვენ ვაქებთ მოლდოვის ხელისუფლების გამძლეობას ამ უპრეცედენტო გამოწვევის დროს და ვაგრძელებთ დახმარების შეთავაზებას. საქართველოში უფრო შავი სურათია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები