გორდულაძე – პრეზიდენტზე: სამწუხაროა, რომ მას კონსტიტუციაც კი წაკითხული არ აქვს

“რეალურად, სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება, თუ რა განცხადებას გააკეთებს ორი მიზეზიდან გამომდინარე, ერთი იმიტომ, რომ ის არის ჩვეულებრივი დავალების შემსრულებელი და მეორე – ელემენტარულად, ძალიან სამწუხაროა, რომ მას კონსტიტუციაც კი წაკითხული არა აქვს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი კირცხალია აცხადებს.

“რომ წაეკითხა, ნახავდა, რომ მთავრობის ჩამოყალიბება-დასახელების უფლება აქვს იმ პარტიას, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი მხარდაჭერა ქართველი ხალხისგან და ასეთი მხოლოდ და მხოლოდ იქნება “ქართული ოცნება“ 26 ოქტომბერს”, – განმარტავს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები