დავით მათიკაშვილი: ჩვენმა საზოგადოებამ მშვენივრად იცის, რომ 1000-ლარიან პენსიას არანაირი მტკიცებულებითი დახმარება არ გააჩნია და ეს რეალობას ძალიან აცდენილია
,,არსებობს ტყუილები, მაგრამ არის კიდევ ისეთი სიცრუეები, რომელთა გაჟღერებას თუ რაღაც მტკიცებულებითი ნაწილი არ წავახმარეთ, მაშინ ათმაგად და ასმაგად სიცრუე და მცდარი ინფორმაცია გამოდის ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი 1000-ლარიანი პენსიის შესახებ ,,ლელოს” დაპირებას.
მისივე თქმით, ეს არის კარგი მაგალითი იმის, რომ ოპოზიციის სახით საზოგადოებას მატყუარა ხალხთან აქვს საქმე.
„ის, რომ 1000-ლარიან პენსიას არანაირი მტკიცებულებითი წახმარება და დახმარება არ გააჩნია და ეს რეალობას ძალიან აცდენილია, ჩვენმა საზოგადოებამ მშვენივრად იცის. კიდევ ერთი კარგი და ნათელი მაგალითია ეს რადიკალი ოპოზიციონერების მხრიდან, რომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს თუ რა მატყუარა ხალხთან აქვთ რეალურად საქმე“, – აცხადებს მათიკაშვილი.