დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალური ოპოზიცია იმართება ერთი კაბინეტიდან – ეს შტაბი მდებარეობს სალომე ზურაბიშვილის სასახლეში, მაგრამ არც სალომე ზურაბიშვილია დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში

„ტექნიკური მთავრობის იდეასთან დაკავშირებით ოპოზიციის ვითომ აზრთა სხვადასხვაობა თამაშის ნაწილია“, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციას მართავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავის გადაწყვეტილებებში თავად არ არის დამოუკიდებელი და დაკვეთებს ქვეყნის გარედან იღებს.

„სალომე ზურაბიშვილი რას გეგმავს, ვფიქრობ თავადაც არ იცის, თუმცა ის აკეთებს იმას, რასაც უკვეთენ. ტექნიკური მთავრობის წარდგენის ინიციატივა პირველი არ არის. გვახსოვს, რადიკალურმა ოპოზიციამ საზოგადოება რუსთაველის გამზირზე რომ შეკრიბა, თითქოსდა იმის საკითხავად ევროპა გსურთ თუ არაო? მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი, პოლიტიკურ სცენაზე შეხტა და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება მოითხოვა. რადიკალები და მასთან კავშირში მყოფი „ენჯეოები”, ისევ იმავე ორომტრიალში არიან, თუმცა მათი ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდება. საზოგადოება ხედავს, რომ გარე დაკვეთების შემსრულებელი და ოპოზიციური შტაბის ხელმძღვანელი სალომე ზურაბიშვილია. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში  დათესონ ნიჰილიზმი და სხვადასხვა მოგონილი თემებით გადაფარონ არჩევნები.

საზოგადოებას უკვე ეტყობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს არჩევნების დღეს, რაც აწუხებს ოპოზიციას და მათ პატრონებს. მათ არ სურთ სიმშვიდე. ისინი საუბრობენ არჩევნების გაყალბებაზე, არადა თავად არიან არჩევნების გაყალბების მცდელობის ავტორები, როცა ISFED-ის დახმარებით სცადეს არჩევნების გაყალბება. არჩევნების უკვე გადაწყვეტილ შედეგს ვერანაირი ხერხით ვერ შეცვლიან.

ტექნიკური მთავრობის იდეასთან დაკავშირებით ოპოზიციის ვითომდა აზრთა სხვადასხვაობა თამაშის ნაწილია. სურთ წარმოაჩინონ, ისე, თითქოს სხვადასხვა აზრზე არიან, თავისუფალია მათი აზროვნება და პოლიტიკური პოზირება. რადიკალური ოპოზიცია იმართება ერთი კაბინეტიდან – ეს შტაბი დღეს მდებარეობს სალომე ზურაბიშვილის სასახლეში, მაგრამ არც სალომე ზურაბიშვილია დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში, რაშიც  არაერთხელ დავრწმუნდით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები