“ქართულ ოცნებას” ოპოზიციისგან ის განგვასხვავებს, თუ როგორ ვხედავთ ჩვენს ქვეყანას და როგორ გვიყვარს ის” – ნინო წილოსანი

“როცა ნინო ლომჯარია ამბობს – „სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ჩვენი ქვეყანაა, ის ამას გულისხმობს და ამასვე აკეთებს. საუბედუროდ, იმავეს ფიქრობს უკლებლივ ყველა ჩვენი ოპონენტი, მიუხედავად იმისა, თუ რა „ოფიციალური სახელის” ქვეშ არიან გაერთიანებულნი ისინი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

“ქართულ ოცნებას” ოპოზიციისგან ის განგვასხვავებს, თუ როგორ ვხედავთ ჩვენს ქვეყანას და როგორ გვიყვარს ის. ჩვენი პოლიტიკის ცენტრი არის საქართველო და არანაირი სხვა ორბიტა ჩვენ არ გაგვაჩნია”, – წერს წილოსანი.

ცნობისთვის, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საყვარელი ჩვენი ქვეყანა არის, ქართველები ვართ ასეთები, რომ სამყაროს ცენტრი არის ჩვენთვის საქართველო და გვგონია, მთელი მსოფლიო პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის გარშემო ტრიალებს და ასე არ არის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები