“პატრიოტიზმი არის ის, რამაც გადაგვარჩინა, რაც უცხოა იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც ერთ-ერთი ლიდერი ნინო ლომჯარია ჰყავს” – ვოლსკი

“პატრიოტიზმი არის ის, რამაც გადაგვარჩინა, რაც უცხოა იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც ერთ-ერთი ლიდერი ნინო ლომჯარია ჰყავს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ყოფილი სახალხო დამცველის განცხადებას.

„ნინო ლომჯარიას განცხადება არ არის ის მახასიათებელი, რამაც ქართული სახელმწიფო შეინარჩუნა და საქართველო როგორც განუყოფელი ქვეყანა მოიყვანა დღემდე. უამრავი დანაკარგით, მაგრამ ქვეყანა არსებობს. ამპარტავნებაც, ღალატიც და საკუთარი ქვეყნის ინტერესების გაყიდვა გაერთიანდა, შეიკრა კონკრეტულია ადამიანები პოლიტიკურ სტრატეგიებში და ხედვებში. ეს ადრეც იყო, ისტორიას ეს ახსოვს და მარგინალიზაცია მოხდა ასეთი ხალხის, თუმცა უმრავლესობა მაინც სხვა გაგების არის ქვეყნის მიმართ. პატრიოტიზმი არის ის, რამაც გადაგვარჩინა, რაც უცხოა იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც ერთ-ერთი ლიდერი ნინო ლომჯარია ჰყავს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საყვარელი ჩვენი ქვეყანა არის, ქართველები ვართ ასეთები, რომ სამყაროს ცენტრი არის ჩვენთვის საქართველო და გვგონია, მთელი მსოფლიო პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის გარშემო ტრიალებს და ასე არ არის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები