“27 ოქტომბრისთვის მომზადების მთავარი შტაბი სალომე ზურაბიშვილის ოფისი იქნება, სადაც ისეთი ქარტია წარადგინეს, რომლის გარშემოც ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს” – ვოლსკი

“27 ოქტომბრისთვის მომზადების მთავარი შტაბი სალომე ზურაბიშვილის ოფისი იქნება, სადაც ისეთი ქარტია წარადგინეს, რომლის გარშემოც ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციას გამარჯვების პერსპექტივა არ აქვს.

„გუშინ ეს ადამიანები ერთმანეთს მძიმე სიტყვებით მიმართავდნენ და ფიზიკურად ერთმანეთისკენ იწევდნენ, თუმცა დღეს მათი გაერთიანება რას უნდა ნიშნავდეს, თუ არა მზადებას რევოლუციური პროცესების განვითარებისკენ. მათი იდეაა, ეს ქვეყანა დაინგრეს და ამ ნანგრევებზე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ახალი მმართველობა აშენდება. ამ ფორმულის შემსრულებლად სალომე ზურაბიშვილი მოევლინათ, ვითომ, როგორც ნეიტრალური სფეროდან გადმოტყორცნილი ადამიანი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები