იაგო ხვიჩია: ვფიქრობ, ოპოზიცია “ფეიკრევოლუციის” მცდელობისთვის ემზადება, რათა ხალხს აჩვენოს, თითქოს, რევოლუციას აწყობს და შემდეგ იმედები გაუცრუოს

“გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ ოპოზიცია “ფეიკრევოლუციის” მცდელობისთვის ემზადება.

მისი თქმით, ამას იმისთვის აკეთებენ,რათა ხალხს აჩვენონ, თითქოს, რევოლუციას აწყობენ, მთელი საზოგადოება ფეხზე წამოაყენონ და შემდეგ იმედები გაუცრუონ.

„ვფიქრობ, რომ ოპოზიცია “ფეიკრევოლუციის” მცდელობისთვის ემზადება, რათა ხალხს აჩვენოს, თითქოს, რევოლუციას აწყობს, მთელი საზოგადოება ფეხზე წამოაყენოს და შემდეგ იმედები გაუცრუოს, ესენი იმიტომ ხტუნავენ.
“ქართული ოცნება“ წარმატებით ჩაახშობს ამას და ზეწოლის ახალ ტალღას წამოიწყებს საზოგადოებაზე, რათა მათ იმედი დაკარგონ, რომ ამ ქვეყანაში ხალხის ნებით რაიმე იცვლება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები