ტრამპის ამომრჩევლებთან შეხვედრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს

კალიფორნიაში, კოაჩელაში, იმ ტერიტორიის მახლობლად, სადაც დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს ხვდებოდა, შეიარაღებული კაცი დააკავეს.

მამაკაცს დატენილი იარაღი, პრესის ყალბი საშვი და ყალბი VIP მოსაწვევი აღმოაჩნდა.

მედიის ცნობით, დაკავებული 49 წლის ვემ მილერია, ის კალიფორნიაში, ლას-ვეგასში ცხოვრობს. იგი შეხვედრის ადგილთან ახლოს, საგუშაგოზე დააკავეს.

„ინციდენტს გავლენა არ მოუხდენია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ღონისძიების დამსწრეთა უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, დაკავებული კაცი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები