რატი იონათამიშვილი: ოპოზიცია ოცნებობს, რომ პროვოკაციები მოაწყონ და ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები ამ პროვოკაციისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ოცნებობს, რომ პროვოკაციები მოაწყონ,

თუმცა სახელმწიფო მათი გეგმების განხორციელებას არ დაუშვებს.

„ცხადია, ოპოზიცია ოცნებობს, რომ რაიმე პროვოკაციები მოაწყონ და ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები ამ პროვოკაციისთვის. ისინი არა მარტო ოცნებობენ, არამედ კონკრეტულად რაღაც მზაკვრულ გეგმებს თხზავენ კიდევაც. ერთი არის, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები და მეორე, სახელმწიფო არასოდეს დაუშვებს, რომ მათ ეს მზაკვრული გეგმები ოდნავ მაინც განახორციელონ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები