“ქვეყანა 12 წლის თავზე არის მინიმუმ 12-ჯერ წინ, ვიდრე მანამდე იყო” – წულუკიანი

“ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს სიმშვიდეს და განვითარებას. ციფრებს ჩავხედოთ, ნუ დავუჯერებთ ნურავის, მათ შორის, ნურც – მე. ქვეყანა 12 წლის თავზე არის მინიმუმ 12-ჯერ წინ, ვიდრე მანამდე იყო”, – განაცხადა გადაცემაში „ნოესთან“ კულტურისა და სპორტის ყოფილმა, მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

„ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს დამაჯერებლად და 27 ოქტომბრიდან მაინც მავანი ძალები შეეცდებიან პრობლემების შექმნას. ქართველების, მავნებლების ის პატარა ჯგუფი – პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტად სამწუხარო, ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება, მაგრამ ამისგან ჩვენი ქვეყნისთვის ვერაფერი ცუდი შედეგი ვერ დადგება – ეს არის ჩემი პროგნოზი“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები