აშშ-ში ებოლას ვირუსით დაავადებულთან კონტაქტი 80 ადამიანს ჰქონდა

დაახლოებით 80 ადამიანს ჰქონდა კონტაქტი პაციენტთან, რომელსაც ტეხასში ებოლას ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა. ამის შესახებ უცხოური პრესა ამერიკის მთავრობის წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
„ბი- ბი- სის“ ცნობით, პოტენციურად ებოლას ვირუსით შესაძლოა, პაციენტ მაიკლ ერიკ დანკანთან კონტაქტში შესული 12-18 ადამიანი დაავადდეს. დანარჩენებს, სავარაუდოდ, პირდაპირი კონტაქტი პაციენტთან არ ჰქონდათ. დანკანის ოჯახის წევრებს კი სახლიდან გასვლა და სტუმრების მიღება 19 ოქტომბრამდე ეკრძალებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები