ვიქტორ ჯაფარიძე – ოპოზიციას: ემიგრაციის იმედი ტყუილად გაქვთ, სამშობლოში ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევთ

“ბატონებო, ემიგრაციის იმედი ტყუილად გაქვთ და არა მარტო – სამშობლოში ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„თავად ხედავთ, როგორი მოტივირებული ადამიანები არიან [ემიგრანტები] ყველა თაობის ადამიანი ბრძანდება და შესანიშნავად ფლობენ ინფორმაციას, რა ხდება საქართველოში. შესანიშნავად იციან მშვიდობის, ოჯახური ღირებულებების, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ფასი. ბატონებო, ემიგრაციის იმედი ტყუილად გაქვთ და არა მარტო – სამშობლოში ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევთ, რამეთუ მოსახლეობამ შესანიშნავად იცის საქართველოშიც და ემიგრაციაშიც თქვენი გავლილი გზა და ის შეურაცხყოფა, რაც ჩვენს სამშობლოს მიაყენეთ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ბარსელონაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბი  გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები