გიორგი ვოლსკი: მთავარია, პოლარიზება არ გადაიზარდოს იმ სცენარში, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია, გეგმავს

მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მთავარია, რომ პოლარიზება არ გადაიზარდოს იმ სცენარში, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია, გეგმავს.

მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ დესტრუქცია, საბოტაჟი არის თემა, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ყოველთვის დღის წესრიგში იდგა.

“მთავარია პოლარიზება არ გადაიზარდოს იმ სცენარში, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია გეგმავს. სიტყვა რადიკალური ოპოზიცია გაცვდა და ვფიქრობ, ეს არის არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ შეთქმულთა ჯგუფი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

„საზოგადოება ხედავს, რომ დესტრუქცია, საბოტაჟი არის თემა, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ყოველთვის დღის წესრიგში იდგა“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები