ზელენსკი: „გამარჯვების გეგმა“ მოიცავს ნაბიჯებს, რომლებსაც შეუძლიათ, რუსეთს ომის დასრულება აიძულოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას სურს, რომ რუსეთთან ომი არაუგვიანეს მომავალი წლისა დასრულდეს.

ამის შესახებ მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკი იმედოვნებს, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის დახმარება არ შემცირდება და ბერლინი გააგრძელებს მშვიდობის ფორმულის მხარდაჭერას, ვიდრე რუსეთი ეწინააღმდეგება პატიოსან დიპლომატიასა და ომის სამართლიან დასასრულს.

მანვე დასძინა, რომ დღეს შოლცს სამშვიდობო გეგმა გააცნო. მისი თქმით, დოკუმენტი მოიცავს ნაბიჯებს, რომლებსაც შეუძლიათ, რომ რუსეთს ომის დასრულება აიძულოს.

„მსურს, რომ ეს არაუგვიანეს 2025 წლისა მოხდეს. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აგრესიის არგამეორება. ეს გეგმა [გამარჯვების გეგმა] მშვიდობის სამიტის ჩატარებისთვის საჭირო ხიდია. ეს გეგმა არ ანაცვლებს ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას, არამედ აძლიერებს უკრაინის პოზიციას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები