ნიკოლოზ სამხარაძე – მადრიდში ვიზიტზე: ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა; ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ უსაფრთხო გარემოს შესახებ, რომელიც საქართველოში და ჩვენს რეგიონშია

“ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ უსაფრთხო გარემოს შესახებ, რომელიც საქართველოში და ჩვენს რეგიონშია”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მადრიდში ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

”ვისაუბრეთ ოკუპაციის შედეგებზე, ვისაუბრეთ ომებზე, რომლებიც ჩვენს რეგიონშია, ასევე, საქართველოს როლზე, ამასთან, შუა დერეფნის მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, საუბარი გქონდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, მათ შორის, იმ პრობლემატიკაზე, რომელიც არსებობს ჩვენ ურთიერთობაში. ჩვენ მივაწოდეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ შეიძლება ამ რთული სიტუაციიდან გამოვდეთ. შევთანხმდით იმაზე, რომ დღევანდელი ვითარება არც ევროკავშირისთვის და არც საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის და აქედან გამომდინარე, დიალოგის რეჟიმში უნდა გადავიდეს ეს ურთიერთობები”, – აღნიშნა სამხარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციის და გარემოს დაცვისა კომიტეტების თავმჯდომარეები უკვე შეხვდნენ ესპანეთის პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები