ირაკლი კობახიძე – საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში სამი ვიცე-პრემიერი იქნება.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში იქნება სამი ვიცე-პრემიერი,”- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები